აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინი „ქართულ ოცნებაში“ - ოპოზიცია პირველ ნაბიჯებს ხელისუფლებისგან ელოდება - Palitra News

აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოლოდინი „ქართულ ოცნებაში“ - ოპოზიცია პირველ ნაბიჯებს ხელისუფლებისგან ელოდება

2026-09-29 20:32:34+04:00

აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შესაძლებლობაზე „ქართული ოცნებაში“ დადებით მოლოდინს გამოთქვამენ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მას დონალდ ტრამპთან და მარკო რუბიოსთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობების არსებითად გადატვირთვისთვის მზად არიან. ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები, პირველ რიგში, თავად „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას.