საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოში პატიმართა რაოდენობის ზრდაზე საუბრობს - ორგანიზაციამ ეს ინფორმაცია გაეროს წამების საკითხებში სპეციალურ მომხსენებელს მიაწოდა. საია ევროპის საბჭოს 2026 წლის ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გასული წლის იანვარში საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარი მოდიოდა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - უფრო მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ თურქეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას ჰქონდათ. თავის მხრივ, ოპოზიცია ამ ნიშნულის ზრდას ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას უკავშირებს.