საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასა და ძალადობის საკითხებზე თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ევროკავშირის განცხადებებს საქართველოში პოლიტიკური გავლენა აქვს და მათი შეფასებისას ეს გარემოება უნდა იყოს გათვალისწინებული. პაპუაშვილმა ამ კონტექსტში მუსიკოს, ალექსანდრე კორძაიას, იგივე „კორძის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.