პარტიების აკრძალვის პროცესი და 2028 წლის არჩევნები - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთსაპირისპირო მოლოდინები - Palitra News

პარტიების აკრძალვის პროცესი და 2028 წლის არჩევნები - ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთსაპირისპირო მოლოდინები

2026-09-29 20:39:13+04:00

„ქართული ოცნება“ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციურ ველზე ახალი პოლიტიკური კონფიგურაციების ჩამოყალიბებას ელოდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოქმედებებზე გავლენის მქონე გარე ძალებს წინ საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული პროცესი ელოდებათ. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ პარტიების აკრძალვა დასავლეთთან ურთიერთობებში წითელი ხაზი იქნება და ამას, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ მიმართ დაწესებული მკაცრი სანქციები მოჰყვეს.