„ნაციონალურ მოძრაობას“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ აქციის ჩატარებაზე უარი უთხრეს - პარტია აქციის გაუქმებას არ გეგმავს - Palitra News

„ნაციონალურ მოძრაობას“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ აქციის ჩატარებაზე უარი უთხრეს - პარტია აქციის გაუქმებას არ გეგმავს

2026-09-29 20:40:33+04:00

„ნაციონალურ მოძრაობას“ 1-ელ ოქტომბერს „რიყის დოქებთან“ აქციის ჩატარების უფლება არ მიეცა. ამის შესახებ პარტიაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს. მიუხედავად უარისა, პარტია აქციის გაუქმებას არ გეგმავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე თბილისის მერია „თბილისობისთვის“ მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს. უწყება პარტიას აქციის დროისა და ადგილის შეცვლისკენ მოუწოდებს.