თბილისის მეტროს ახალი ვაგონები - 111 ახალი ერთეული სპეციალურად დედაქალაქისთვის შეიქმნა - Palitra News

თბილისის მეტროს ახალი ვაგონები - 111 ახალი ერთეული სპეციალურად დედაქალაქისთვის შეიქმნა

2026-09-29 20:45:43+04:00

თბილისის მეტროპოლიტენი 111 ახალი ვაგონით განახლდება, რასაც კახა კალაძე ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. თბილისის მერმა ამის შესახებ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში ვიზიტისას განაცხადა. იქ თბილისის მეტროპოლიტენისთვის შექმნილი ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ახალი ვაგონები სპეციალურად საქართველოს დედაქალაქისთვის შეიქმნა და თბილისის მეტროს ნაწილი გახდება. მათ საქართველო-ჩინეთის მეგობრობის სიმბოლოდაც მოიაზრებენ.