ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება - 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები გადასახადისგან გათავისუფლდებიან - Palitra News

ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება - 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები გადასახადისგან გათავისუფლდებიან

2026-09-29 20:47:00+04:00

ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ამ ცვლილებებს დეპუტატები ხვალ, 30 სექტემბერს, მეორე და მესამე მოსმენებით განიხილავენ. ინიციატივის მიხედვით, 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და შემოსავლის ერთიან ზღვარად 100 ათასი ლარი განისაზღვრება. შესაბამისად, 40-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე პირები ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ცვლილება დაახლოებით 81 000 გადამხდელს შეეხება.