რუსეთ-უკრაინის ომში საჰაერო თავდასხმები კვლავ ინტენსიურდება. რუსეთი უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს აძლიერებს, უკრაინა კი რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე საპასუხო დარტყმებს აგრძელებს. პარალელურად, მოსკოვი შეიარაღებული ძალების რაოდენობას ზრდის. დრონებით განხორციელებული თავდასხმების ფონზე კი ომის საფრთხე ევროპის საზღვრებთან კვლავ აქტუალური ხდება.