„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძეს თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებულ და უპასუხისმგებლო მერად მოიხსენიებს. ირაკლი კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერის წლების განმავლობაში გაცემული დაპირებები გაიხსენა. მისი განცხადებით, სამუშაოების ნაწილი არ შესრულებულა ან მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. მათ შორის, კუპრაძე 10თ მიწისქვეშა პარკინგს, გურამიშვილისა და მარჯანიშვილის მეტროს მეორე ამოსასვლელებსა და რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროს ასახელებს.