რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში ხანძრები გამოიწვია, მათ შორის კერძო სახლებში, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია ორი ადამიანი.
ღამით, ადგილობრივი დროით 2:44 საათზე, საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებ შეტყობინება გაავრცელეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, დედაქალაქსა და რამდენიმე ოლქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.
განგაშის გამოცხადების შემდეგ, საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ კიევის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები დააფიქსირეს.
ამასთან, რუსულმა ძალებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს კიევის ოლქს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი დაიღუპა, სამი ადამიანი დაშავდა, დაინგრა და დაზიანდა სახლები, ინფრასტრუქტურის ობიექტები. თავდასხმის შედეგად ბუჩას რაიონში დაზიანდა სამი კერძო სახლი, 11 ავტომობილი და ორი საწყობი. ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმის შედეგები დაფიქსირდა ბუჩას, ვიშგოროდსკის და ობუხოვსკის რაიონებში.