საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია - Palitra News

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია

2026-09-30 10:02:33+04:00

საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. საქმე პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ეხება. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პროცესი იანვრის ბოლომდე დაიწყება. „ქართულ ოცნებაში“ ასევე ელოდებიან, რომ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ოპოზიციურ ველზე ახალი პოლიტიკური კონფიგურაციები ჩამოყალიბდება. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიციაზე გავლენის მქონე გარე ძალებისთვის სასამართლოში პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი მნიშვნელოვანი პროცესი იქნება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დასავლეთთან ურთიერთობებისთვის წითელი ხაზი გახდება. მათივე შეფასებით, ამას, შესაძლოა, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციები მოჰყვეს.