სიღნაღში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე გასული სარწყავი სეზონის შედეგები და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების გზები განიხილეს - Palitra News

სიღნაღში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე გასული სარწყავი სეზონის შედეგები და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების გზები განიხილეს

2026-09-30 10:03:33+04:00

სიღნაღში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრაზე გასული სარწყავი სეზონის შედეგები და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების გზები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა წყალმომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინება და სამომავლო ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაგეგმვა იყო. მხარეებმა მორწყვის თანამედროვე და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება წვეთოვანი მორწყვის უპირატესობებს დაეთმო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული მეთოდი წყლის რესურსების ეკონომიურ გამოყენებასა და ხარისხიანი მოსავლის მიღებას უწყობს ხელს. „საქართველოს მელიორაცია“ ფერმერებთან რეგიონებში შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.