სლოვაკეთის ქალაქ სტაშკოვის სკოლაში დანით თავდასხმას ერთი მასწავლებელი ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, 13 წლის მოსწავლემ ორი მასწავლებელი და ერთი თანაკლასელი დაჭრა. 61 წლის პედაგოგი ადგილზე მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. კიდევ ორი დაშავებული მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდი სამართალდამცველებმა დააკავეს. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის დადგენილი არ არის და თავდასხმის მოტივს გამოძიება ადგენს.