ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკელებს - ჩამოაშორეთ ხელისუფლებას ბოროტი, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსები - Palitra News

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამერიკელებს - ჩამოაშორეთ ხელისუფლებას ბოროტი, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსები

2026-09-30 10:12:19+04:00

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ამერიკელებს მოუწოდა, არ აირჩიონ კონგრესში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირეები.

26-გვერდიან წერილში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუს ამერიკელებს მოუწოდებს, გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ძალაუფლება მოქმედი ლიდერების თანამდებობიდან გადასაყენებლად და მხარი არ დაუჭირონ აშშ-ის მხარდაჭერას ისრაელის მიმართ და საზღვარგარეთ მის სამხედრო ჩარევას.

„ჩამოაშორეთ ხელისუფლებას ის ბოროტი, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ამერიკის დღევანდელ მდგომარეობაზე. აგრძნობინეთ თქვენს პოლიტიკოსებს, რომ მსოფლიო შეიცვალა“, - აღნიშნულია წერილში.

აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელისა და საზღვარგარეთ სამხედრო ჩარევის მიმართ.