სანზონაში წუხელ მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ლიფტში 6 პირი იმყოფებოდა, აქედან 5 მოზარდი იყო. მათივე ცნობთ, ლიფტი, მეცხრე სართულიდან ჩაწყდა.
„ყველა კარგად არის, ერთს აქვს ფეხი მოტეხილი...მეცხე სართულიდან ჩავარდა ლიფტი“,- აღნიშნავს მოქალაქე.
დაშავებული 3 მოზარდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც კლინიკურმა დირექტორმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მოზარდებს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდათ და ბინაზე გაეწერნენ.
„ერთ მუხლზე, მეორეს კი წვივზე ჰქონდა დაბეჟილობა. სამივე მოზარდი იყო“,- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.