საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას მართავენ - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები - Palitra News

საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას მართავენ - რას ითხოვენ აქციის მონაწილეები

2026-09-30 12:49:36+04:00

საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა მაუწყებლის ეთერში დროის დათმობა და ტელეარხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მსგავსი აქცია ივნისშიც ჩაატარეს, თუმცა შედეგი ვერ მიიღეს. მათივე განცხადებით, სურთ საზოგადოებას დაკავებულთა საქმეებზე ინფორმაცია მიაწოდონ და მიიჩნევენ, რომ ამისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უნდა გამოიყენონ.