შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის პოლიტიკას კვლავ აკრიტიკებს და ბრიუსელს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ძალადობის საკითხებზე თანმიმდევრული პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ევროკავშირის განცხადებებს ქვეყანაში პოლიტიკური გავლენა აქვს და მათი შეფასებისას ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ევროკავშირის მიდგომას უსამართლოდ მიიჩნევენ და მას სიძულვილის ენის გაღვივებაში ადანაშაულებენ. ოპოზიცია ამ შეფასებებს არ იზიარებს და ხელისუფლებას ანტიევროპულ რიტორიკაში ადანაშაულებს. მათი თქმით, დაპირისპირებას სწორედ მმართველი გუნდის განცხადებები აღრმავებს.