საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს - Palitra News

საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს

2026-09-30 12:51:50+04:00

საფრანგეთში მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე 440 ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა არასრულწლოვანია. მოსწავლეები კლასებში გადატვირთულობას, მასწავლებლების დეფიციტსა და განათლების სისტემის სხვა პრობლემებს აპროტესტებენ. ოფიციალური მონაცემებით, აქციების დროს 10-მდე მასწავლებელი და რამდენიმე მოსწავლე დაშავდა. დაზიანებები 48 პოლიციელმაც მიიღო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, დაკავებულთა რაოდენობამ 440-ს მიაღწია. აქციების დროს მონაწილეებმა რამდენიმე ნაგვის ურნას ცეცხლი წაუკიდეს და ავტობუსის გაჩერებები დააზიანეს.