ისრაელელი მაღალჩინოსანი flydubai-ის რეისზე - დიდი კატასტროფა ავიცილეთ - არის ნიშნები, რომ პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა - მისი მცდელობა ბორტზე მყოფმა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პილოტების ჯგუფმა აღკვეთა - Palitra News

ისრაელელი მაღალჩინოსანი flydubai-ის რეისზე - დიდი კატასტროფა ავიცილეთ - არის ნიშნები, რომ პილოტი თვითმფრინავის ჩამოგდებას ცდილობდა - მისი მცდელობა ბორტზე მყოფმა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პილოტების ჯგუფმა აღკვეთა

2026-09-30 13:14:15+04:00

ისრაელელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ავიაკომპანია flydubai-ს იმ რეისთან დაკავშირებით, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელის მიმართულებით მიფრინავდა და საუდის არაბეთში ავარიული დაშვება განახორციელა, უდიდესი კატასტროფა იქნა თავიდან აცილებული“, - ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

აღნიშნული პირის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურად ისაუბრა, მიმდინარეობს გამოძიება მეორე პილოტთან დაკავშირებით, რადგან მატულობს იმის ნიშნები, რომ მან თვითმფრინავის კონტროლის ხელში ჩაგდება და მისი ჩამოგდება სცადა.

„მე-12 არხის“ ცნობით, flydubai-ს თვითმფრინავში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პილოტების მეორე ჯგუფიც იმყოფებოდა. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ მათ აღკვეთეს ერთ-ერთი პილოტის მცდელობა, თვითმფრინავზე კონტროლი ხელში ჩაეგდო.

საინფორმაციო სააგენტო Walla-ს ცნობით, პილოტი, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს, ომანელია.

მედიაში გავრცელდა პირველი ფოტოები flydubai-ს რეისიდან, რომელზეც ჩანს მგზავრი, რომელსაც პერანგზე სისხლი აქვს.