ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენებას ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაური აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში პროცესი ორ საათზე დაიწყო. ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. რა ინფორმაციას მიაწვდის გომელაური საგამოძიებო უწყებას?