საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვის დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. საქმე პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ეხება. მმართველ გუნდში ვარაუდობენ, რომ პროცესი იანვრის ბოლომდე დაიწყება. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპოზიციაზე გავლენის მქონე გარე ძალებისთვის სასამართლოში პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხი მნიშვნელოვანი პროცესი იქნება. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა დასავლეთთან ურთიერთობებს კიდევ უფრო გააფუჭებს.