საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ 24-საათიან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერის დათმობა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრაა. როგორც თავად საპროტესტო აქციაზე დაკავებულების მშობლები აცხადებენ, მსგავსი მოთხოვნით 24-საათიანი აქცია ივნისშიც გამართეს, თუმცა უშედეგოდ. ამბობენ, რომ სურთ საზოგადოებას რეალური ინფორმაცია მიაწოდონ დაკავებული შვილების შესახებ.