ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის განცხადებები შეხსენებაა “ცხელი თავებისთვის”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, კალინინგრადის ოლქის ბლოკადის საპასუხოდ შესაძლო ბირთვული დარტყმების შესახებ რუსი დიპლომატების განცხადებები შეხსენებაა იმის შესახებ, რომ მსგავსი ზომები რუსეთის ნორმატიული დოკუმენტებითაა გათვალისწინებული.
“სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენი დიპლომატები ცდილობენ ევროპაში “ცხელ თავებს” შეახსენონ ჩვენი ფუძემდებლური დოკუმენტები ამ საკითხთან დაკავშირებით,” - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, პოლონეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან არაერთხელ გაჟღერდა “საკმაოდ გიჟური” განცხადებები კალინინგრადის თემასთან დაკავშირებით.