ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - მიზეზი დიპლომატის განცხადებებია - Palitra News

ირანის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - მიზეზი დიპლომატის განცხადებებია

2026-09-30 20:29:59+04:00

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ირანელი დიპლომატი უწყებაში უკვე იმყოფებოდა. უწყების განმარტებით, მიზეზი დიპლომატის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები გახდა, რომლებიც, სამინისტროს შეფასებით, დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდება.