ჩორჩანას საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს ყოფილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა - Palitra News

ჩორჩანას საქმე - რა ჩვენება მისცა სასამართლოს ყოფილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა

2026-09-30 20:33:35+04:00

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საქმეზე სასამართლოში ჩვენება ყოფილმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მისცა. ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. რა ინფორმაცია მიაწოდა გომელაურმა საგამოძიებო უწყებას?