„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ შინაგან საქმეთა სამინისტროს უარის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის ჩატარებას აპირებს. ანა წითლიძის თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა და აქციის ჩატარებას ხელი ვერ შეეშლება. მისივე თქმით, 1 ოქტომბერს ხუთი წელი სრულდება მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან. წითლიძემ ასევე განაცხადა, რომ აქციაზე შეკრებილები სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას დააფიქსირებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, აქცია 1 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის პარკში გაიმართება.