პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე - საბოლოო მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის ამოქმედების შედეგად ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ერთიანი - 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის სახით დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტს და არაუმეტეს 1 პროცენტს გადაიხდიან. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება.