დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, გამოძალვის, იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის, ტარების და „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტებზე სასამართლომ ერთ პირს უვადო, ხოლო მეორეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მარნეულის ბაზარში დაზარალებულების მაღაზიაში, მამა-შვილის მიმართულებით არაერთხელ გაისროლა, რის შედეგად შვილი იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მამა კი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.