რუსეთ-უკრაინის ომში ფრონტის ხაზი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე აღარ იკითხება. კიევი რუსეთის სიღრმეში შორი მოქმედების ოპერაციებს აძლიერებს, მოსკოვი კი ევროპას ომში პირდაპირ ჩართულობაში ადანაშაულებს. ამავდროულად, დრონების ინციდენტები პოლონეთის საზღვართან და ევროპის უსაფრთხოებაზე მზარდი შეშფოთება კონფლიქტის გეოგრაფიას კიდევ უფრო აფართოებს.