ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს - Palitra News

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

2026-10-01 10:10:12+04:00

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების განმარტებით, მიზეზი დიპლომატის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები გახდა, რომლებიც, სამინისტროს შეფასებით, დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელჩის დაბარებას მიესალმებიან. საქართველოში ირანის ელჩმა, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება “როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.”