საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან, - ინფორმაციას გამოცემა რეპროტერი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს პოტენციური კანდიდატურის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიცია ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ. მმართველი ძალა ევროპული სახელმწიფოების გაერთიანებას უკვე დიდი ხანია, უსამართლო დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლაა და როგორც ამბობენ არ უკვირთ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან.