რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო თვეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში განახორციელა. კიევისა და სხვა რეგიონების მიმართულებით გამოყენებული იყო თითქმის 190 დრონი და ბალისტიკური რაკეტა, დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგოსისტემა იყო, რის გამოც კიევსა და მიმდებარე რეგიონებში საგანგებო ელექტროენერგიის გათიშვები დაიწყო.