დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლების კონფერენცია და სამუშაო შეხვედრები იმართება თბილისს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (UITP) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ესტუმრნენ. 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგატს თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მასპინძლობს. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მმართველი ორგანოების კომიტეტის რიგით 65-ე შეხვედრა გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები დიდი დიღმის ავტობაზას, თბილისის მეტროს დეპოს და მთაწმინდის საბაგიროს დაათვალიერებენ, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.