მადონა - 35$-ით დაპყრობილი ნიუ-იორკი - Palitra News

მადონა - 35$-ით დაპყრობილი ნიუ-იორკი

2026-10-01 11:35:59+04:00

მადონა - 35$-ით დაპყრობილი ნიუ-იორკი

1978 წლის ერთ წვიმიან დღეს, ნიუ-იორკის ტაიმზ-სქვერზე ტაქსი გაჩერდა. მანქანიდან 19 წლის გოგონა გადმოვიდა, რომელსაც ხელში ერთი უბრალო ჩემოდანი ეჭირა, ჯიბეში კი ზუსტად 35 დოლარი ედო.

გოგონას მადონა ლუიზა ჩიკონე ერქვა. მან მიჩიგანის უნივერსიტეტი და ცეკვის ოთხწლიანი სტიპენდია მიატოვა, რომ სრულიად მარტო, ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე ჩამოსულიყო ქალაქში, სადაც ოცნებები ან ახდება, ან სასტიკად იმსხვრევა.

როდესაც ტაქსის მძღოლმა ჰკითხა: „სად წაგიყვანო?“, გოგონამ უპასუხა: „წამიყვანე იქ, სადაც ყველაფერი ხდება“.

მძღოლმა ის ქალაქის ცენტრში ჩამოსვა.

მოგვიანებით მადონამ თქვა: „ეს იყო ყველაზე გაბედული რამ, რაც კი ოდესმე გამიკეთებია. ნიუ-იორკში ჩამოვედი და არავის ვიცნობდი. მაგრამ ვიცოდი, რომ უკან დახევა სიკვდილის ტოლფასი იყო“.

იმ დღეს ტაიმზ-სქვერის განათებულ ბილბორდებს შორის მდგარმა 19 წლის გოგონამ საკუთარ თავს პირობა მისცა: „მე მსოფლიოს დავიპყრობ“.

ნიუ-იორკი 70-იანი წლების ბოლოს არ ჰგავდა დღევანდელ პრიალა მეგაპოლისს. ეს იყო სახიფათო, კრიმინალით სავსე, თუმცა აქ შემოქმედებითი ცხოვრება ჩქეფდა.

მადონას, პირდაპირი იშვნელობით , თავის გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწია. ახლა უკვე სახალიოა იმის გახსენება , რომ Dunkin' Donuts-ში მადონას რამდენიმედღიანი მუშაობა იმის გამო დასრულდა, რომ ჟელეს შესასხმელი აპარატით თამაშში “ გამოიჭირეს “ .

ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლის ნაწილია სამხატვრო სტუდიებში შიშველ მოდელად მუშაობის პერიოდიც . ეს იყო დრო, როცა ახალგაზრდა ქალი უსახსრობის გამო - ვილიჯის ბნელ, ნესტიან ბინებში ცხოვრობდა.

მაგრამ მას ჰქონდა რაღაც, რაც ათასობით სხვა ამბიციურ ახალგაზრდას არ გააჩნდა :

ეს იყო რკინის დისციპლინა და აბსოლუტური, შეურყეველი რწმენა საკუთარი თავისა და შესაძლებლობებისა.

ამი შემდეგ მისი ცხოვრება თავბრუდამხვევი სიჩქარით იცვლება - მადონა ერთვება ნიუ-იორკის ეგრეთ წოდებულ - ანდერგრაუნდ ცხოვრებაში. ამ პერიოდში ის უკრავდა დრამზე პანკ-ჯგუფებში, ცეკვავდა და ღამის კლუბების ხშირი სტუმარი იყო. განსაკუთრებულია ეტაპი, როცა ის ცნობილ კლუბ Danceteria-ში ცეკვავდა , აქ დაინახეს მისი გასხვავებული ენერგეტიკაც.

1982 წელს მან მოახერხა და ამ ცნობილი კლუბის დიჯეის, მარკ კამინსს, თავისი სადემონსტრაციო ჩანაწერი „Everybody“ მოასმენინა. დიჯეიმ სიმღერა კლუბში ჩართო - ხალხი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ამ სიღერაზე გაგიჟდა. ეს მუსიკალური ლეგენდის დაბადების ღამეა . სწორედ ამ დროს Sire Records-მა მადონასთან სამი სიმღრის კონტრაქტი გააფორმა.

1983 წელს გამოვიდა მადონას სადებიუტო ალბომი, ხოლო 1984 წელს ალბომმა „Like a Virgin“ მადონა პლანეტის მთავარ პოპ-ვარსკვლავად აქცია.

მადონა არ იყო მხოლოდ მომღერალი. მან შეძლო და ყველაზე ეფექტურად გამოიყენა MTV-ის ეპოქა - მუსიკა, მოდა, ქორეოგრაფია და ვიზუალური ნარატივი ერთ მთლიან სანახაობად აქცია.

1984 წელს რეჟისორმა მერი ლამბერტმა „Like a Virgin“-ის კლიპის გადაღება იტალიაში, ვენეციაში დაგეგმა. მადონა საქორწინო კაბით დადიოდა გონდოლაზე და მღეროდა. ერთ-ერთი დუბლის დროს მას ფეხი დაუსხლტა და წყალში გადავარდა - სიკვდილს მხოლოდ გონდოლიერის სწრაფი რეაქციის წყალობით გადაურჩა.

ყველაზე საშიში სცენა ჯერ კიდევ წინ იყო. კლიპში ნამდვილი ლომიც მონაწილეობდა და გადაღება ბევრად უფრო სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე დაგეგმილი იყო. რეჟისორ მერი ლამბერტის თქმით, ლომი კლიპში მონაწილეობისთვისცირკიდან გამოიყვანეს, ხოლო მისი მწვრთნელი გადაღებისას თოფით ხელში მის სიახლოვეს იდგა. ერთ მომენტში ცხოველი მადონასთან ახლოს მივიდა - წლების მერე პოპ ვარკვლავი ამ მომენატს იხსენებს და ამბობ, რომ მაშინ უდიდესი შიში განიცადა . ლომაა ის კინაღამ დაგლიჯა.

მადლონა მოულოდნელობების დედოფალია. ეპატაჟური და შთამბეჭდავი. ის ყოველთვის ახერხებს თავისი მსმენელის გაოცებას - არაორდინალური კლიპის შემდეგ , MTV Video Music Awards- ის სცენაზე ის გიგანტური საქორწინო ტორტიდან გადმოვიდა, თეთრ საქორწინო კაბაში გამოწყობილს ეკეთა ლენტი, რომელსაც ეწერა „Boy Toy“. კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ მადონას კარიერა იმ ღამეს დასრულდა.

კლიპის გამოქვეყნებამდე რამდენიმე თვით ადრე კომპანია Pepsi-მ მადონასთან სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა და 5 მილიონი დოლარი გადაუხადა. თუმცა, როდესაც კლიპი ეთერში გავიდა, მისმა შინაარსმა ძლიერი პროტესტი გამოიწვია კათოლიკურ და სხვა რელიგიურ კონფესიებში.

რომის პაპმა იოანე პავლე II-მ ხალხს იტალიაში მადონას კონცერტების ბოიკოტისკენ მოუწოდა. რელიგიურმა ორგანიზაციებმა Pepsi-ს ბოიკოტიც მოითხოვეს .

მოეწყო საპროტესტო აქციებიც. Pepsi იძულებული გახდა, გაეუქმებინა სარეკლამო კამპანია. მიუხედავად ამ ფაქტებისა, კონტრაქტი არ დაირღვა , მადონამ ჰონორარი - 5 მილიონი დოლარი ჰონორარი სრულად შეინარჩუნა!

ამით მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პროვოკაცია მისი ყველაზე ძლიერი იარაღი იყო.

90-იან წლებში მადონა ყველა ჩარჩოს ბარიერს ამსხვრევს. 1992 წელს მან გამოუშვა ფოტო-წიგნი სახელწოდებით „SEX“, რომელშიც იყო ეროტიკული ფოტოსესიები. ეს იყო ამერიკისთვის შოკი , პირველივე დღეს დაახლოებით 150,000 ეგზემპლარი გაყიდა, ხოლო პირველ კვირაში გაყიდვებმა 650,000-ს გადააჭარბა.

კრიტიკოსები კვლავ ამბობდნენ, რომ მომღერალმა ზღვარს გადააბიჯა. მაგრამ მადონამ იცოდა პროცესების მართვა. როდესაც ყველას ეგონა, რომ მან პროვოკაციებით ამოწურა თავისი თავი, 1998 წელს გამოუშა ალბომი Ray of Light.

ეს იყო მუსიკალური შედევრი, შთაგონებული ბუდისტური და ინდუისტური სულიერი გავლენებით, აღმოსავლური მუსიკის ელემენტებით, ელექტრონული მუსიკითა. მასში ჭარბად იყო მომღერლის დედობრივი ემოცია.

ალბომმა 3 გრემი მოიპოვა და დაამტკიცა, რომ მადონა არ იყო მხოლოდ სკანდალების ოსტატი - ის იყო ღრმა, ნოვატორი ხელოვანი, რომელსაც შეეძლო ყოველ ათწლეულში ახლიდან შეექმნა სრულიად განსხვავებული იმიჯი.

ვინც მაინც ფიქრობს, რომ მადონას წარმატება მხოლოდ სკანდალებს ეყრდნობოდა, ციფრები სულ სხვა რეალობას გვიჩვენებს.

თავისი კარიერის განმავლობაში მან 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა,მისი ჩანაწერების მსოფლიო გაყიდვები სხვადასხვა შეფასებით 300–400 მილიონამდე მერყეობს; Guinness World Records-მა კი ის ყველაზე გაყიდვად ქალად - recording artist-ად აღიარა.

მადონას კომერციული მწვერვალია 1986 წლის ალბომი True Blue , ასევე გამორჩეულია 1998 წლის Ray of Light -ი , თუმცა ნამდვილი მუსიკალური აფეთქება 2005 წელს მოხდა, ალბომით Confessions on a Dance Floor.

მთავარი სინგლი Hung Up 41 ქვეყნის ჩარტების სათავეში მოექცა - ეს იყო აბსოლუტური რეკორდი პოპ-მუსიკის ისტორიაში! სიმღერის კლიპში 47 წლის მადონა ვარდისფერ ტრიკოტაჟში რთულ აკრობატულ ნომრებსა და ცეკვებს ასრულებდა .

და ეს ყველაფერი არ არის

მადონას ცხოვრება სავსეა გიჟური ექსტრემით.

1990 წელს, Blond Ambition-ის ტურის დროს, ტორონტოს პოლიცია სცენის კულისებში შეიჭრა და მომღერალს დაპატიმრებით დაემუქრა, თუ ის თავის პროვოკაციულ შოუს არ შეცვლიდა. მადონას პასუხი მოკლე იყო, მან თქვა, რომ კონცერტს არ შეცვლიდა, თუნდაც ბორკილები სცენაზევე დაედოთ მისთვის.

პოლიციამ უკან დაიხია.

2005 წელს, თავის 47-ე დაბადების დღეზე, მადონა ლონდონის მახლობლად ცხენიდან ჩამოვარდა და ნეკნები, ლავიწისა და ხელის ძვლები მოიტეხა. დაახლოებით ცხრა თვის შემდეგ ისევ სცენას დაუბრუნდა და 2006 წლის Confessions Tour-ზე, შოუს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მომენტში, დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ღირებულების Swarovski-ის კრისტალებით დაფარული გიგანტური დისკო-ბურთიდან დაეშვა.

დღეს მადონა 60 წელს გადაცილებულია, თუმცა მისი ცხოვრების ტემპი არ შენელებულა.

2023 წლის ივნისში მსოფლიო ახალმა ამბავმა შეძრა : მადონა მძიმე ბაქტერიული ინფექციის გამო საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძოდნენ.

ბევრმა ჩათვალა, რომ მადონას გრანდიოზული მსოფლიო ტური „The Celebration Tour“ გაუქმდებოდა და ეს მისი კარიერის დასასრული იქნებოდა.

მაგრამ მადონა არც ამჯერად დანებდა.

რამდენიმე თვეში ის სცენას დაუბრუნდა. ტურმა, რომელიც მისი 40-წლიანი კარიერის იუბილეს ეძღვნებოდა, სრული ანშლაგით ჩაიარა მთელ მსოფლიოში.

2024 წლის მაისში, ამ ტურის უფასო ფინალურ კონცერტზე რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას სანაპიროზე, 1.6 მილიონი ადამიანი შეიკრიბა! ეს გახდა ყველაზე ხალხმრავალი შოუ სოლო არტისტის ისტორიაში.

თუ და როდესაც … ტაიმზ-სქვერზე მოხვდებით, გაიხსენეთ 1978 წლის წვიმიანი დღე. 19 წლის გოგონა 35 დოლარით ჯიბეში, რომელსაც მეგაპოლისში არავინ ელოდა, რომელმაც უარი თქვა წესებით თამაშზე და რომელმაც შეცვალა წარმოდგენა იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ქალს მუსიკალურ ინდუსტრიაში.

მადონამ დაამტკიცა: არ აქვს მნიშვნელობა, საიდან იწყებ. მთავარია, გქონდეს საკმარისი ჟინი, ნიჭი და გამბედაობა, რომ სამყაროს შენი პირობები უკარნახო.