14 წელი შესრულდა რაც, ,,ქართული ოცნება” საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად მოვიდა. ეს პერიოდი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ყველაზე ხანგრძლივი და უწყვეტი მმართველობაა. „1-ელი ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის - 14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა“ - განაცხადა დღეს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. ის რასაც ქართული ოცნება წარმატებად და გამარჯვებად აფასებს - საზოგადოებრივი ინტერესების ღალატი და დემოკრატიულ უკუსვლაა ოპოზიციისთვის.