„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს 17:00 საათზე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის გასამართად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ რიყის პარკში, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმების შეცვლას არ აპირებს. პარტიის ლიდერების თქმით ტექნიკური დაბრკოლებების მიუხედავად რიყის დოქებთან მაინც მივლენ. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციული გზით ცდილობს აქცია გამართოს იქ, სადაც დემონსტრაცუა აკრძალულია.