ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემს და სამარის ოლქში ნავთობის ობიექტს დაარტყეს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემს და სამარის ოლქში ნავთობის ობიექტს დაარტყეს

2026-10-01 14:46:55+04:00

უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემს და სამარის ოლქში ნავთობის ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ზელენსკის ცნობით, უკრაინის მიერ განხორციელებული შორ მანძილზე მოქმედი დარტყმებიდან მნიშვნელოვანი შედეგები დაფიქსირდა.

„შავ ზღვაში მყოფ სამიზნესა და ორიოლის ოლქში დრონების გამშვებ და შესანახ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა. ასევე, იერიშები განხორციელდა სამარის ოლქის ნავთობის ობიექტსა და ბრიანსკის ოლქში ოკუპანტების მომარაგების ობიექტზე“, - წერს ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ მებრძოლებს რუსულ სამიზნეებზე იერიშებისთვის მადლობა გადაუხადა.