„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქციისთვის ემზადება - Palitra News

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქციისთვის ემზადება

2026-10-01 16:06:01+04:00

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღეს 17:00 საათზე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციის გასამართად ემზადება. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარისა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გეგმების შეცვლას არ აპირებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობა პროვოკაციული გზით ცდილობს აქცია გამართოს იქ, სადაც დემონსტრაცია აკრძალულია.