რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - Palitra News

რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

2026-10-01 17:56:43+04:00

რიყის პარკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების 5 წლის თავს ეძღვნება.

აქციაზე პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც.

ასევე, ადგილზე შეკრებულ ხალხს პარტიის ლიდერები სიტყვითაც მიმართავენ.