სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, მარნეულში არასრულწლოვანმა - 13 წლის გოგომ ტყუპები გააჩინა.
„მითხრეს, რომ მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა…
წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა, გუშინ გვიან ღამე, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა“, - წერს ბაირამოვა.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.