მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის საკითხი არ არის - აქცია რიყის დოქებთან - Palitra News

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის საკითხი არ არის - აქცია რიყის დოქებთან

2026-10-01 20:27:24+04:00

თბილისში, რიყის დოქებთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დემონსტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს უარის მიუხედავად მართავს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, რიყის პარკში შეკრებას სიმბოლური დატვირთვა აქვს. პარტიის კიდევ ერთი წარმოამდგენელი, ანა წითლიძე კი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა მხოლოდ ერთი პარტიის საკითხი არ არის და მისი გათავისუფლება ხელისუფლების ცვლილებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.