„ქართული ოცნების“ 14 წელი ხელისუფლებაში - განსხვავებული შეფასებები მმართველი გუნდისა და ოპოზიციისგან - Palitra News

„ქართული ოცნების“ 14 წელი ხელისუფლებაში - განსხვავებული შეფასებები მმართველი გუნდისა და ოპოზიციისგან

2026-10-01 20:31:09+04:00

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-14 წელს 2012 წლის მოვლენებს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავებულად აფასებენ. მმართველი გუნდი 1-ელ ოქტომბერს ქვეყნის უახლეს ისტორიაში გარდამტეხ თარიღად მიიჩნევს და არჩევნებში გამარჯვებაში განსაკუთრებულ როლს ბიძინა ივანიშვილს ანიჭებს. ოპოზიცია კი „ქართული ოცნების“ 14-წლიან მმართველობას აკრიტიკებს და ხელისუფლების პოლიტიკას უარყოფითად აფასებს.