დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოს ოთხი მოქალაქეც მოხვდა. ბრიტანეთის მთავრობისინფორმაციით, ისინი კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ.
სანქციები ჯამში შვიდ პირს შეეხო. ლონდონის განცხადებით, ისინი, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის ლეგიტიმაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ხელისუფლებაში საქმიანობას უკავშირდებიან. სანქცირებულთა შორის არიან ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე.