ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე ეტაპობრივ წვდომას სთავაზობს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, შესაბამის სამოქმედო გეგმებს უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო მიიღებენ, რაც მათი გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. ამ ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოს არყოფნამ თბილისში უკვე გამოიწვია პოლიტიკური შეფასებები.