500 ათასი ლარის გირაო და ქვეყნის დატოვების აკრძალვა - ლევან ახობაძე თავისუფალია - Palitra News

500 ათასი ლარის გირაო და ქვეყნის დატოვების აკრძალვა - ლევან ახობაძე თავისუფალია

2026-10-01 20:35:43+04:00

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე, 500 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა მას სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ქვეყნის დატოვება აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

პროკურატურის ინფორმაციით, გირაოს გამოყენების საფუძველი მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის შემცირება გახდა. უწყების განცხადებით, ახობაძემ საქმეში არსებული გარემოებებიც დაადასტურა.

ადვოკატი დავით სიმონია კი აცხადებს, რომ ახობაძეს არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.