„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა. ჯილდო დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის მიმართულებით განსაკუთრებული წვლილისთვის გაიცემა. მას ასევე გადასცემენ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო სოლიდარობის პრინციპით დემოკრატიისა და თავისუფლების გაძლიერებას უწყობენ ხელს.