166-ე სკოლის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა განათლების სამინისტროსთან აქცია ჩაატარეს. მათი მთავარი მოთხოვნა სკოლის შენობის დემონტაჟის ნაცვლად მისი რეაბილიტაციაა. მშობლების განცხადებით, მათ ხელმოწერები შეაგროვეს და სამინისტროს ალტერნატიული ფართის გამოყენებისიდეაც შესთავაზეს. სკოლის წარმომადგენლები განათლების სამინისტროსგან პასუხს კვლავ ელოდებიან.
ამასთან, 166-ე სკოლის მოსწავლეები ამ ეტაპზე საგანმანათლებლო პროცესში ჩართულები არ არიან და სხვა სკოლებში სწავლის შესაძლებლობაც არ აქვთ.