რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ბოლო თვეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის მიმართულებით თითქმის 190 დრონი და ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დარტყმების მთავარი სამიზნე ენერგოსისტემა იყო. თავდასხმების გამო კიევსა და მიმდებარე რეგიონებში ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვები დაიწყო.