ინციდენტი დუბაი-თელ-ავივის რეისზე - ქართველ ექიმს ისრაელის პრეზიდენტი დააჯილდოებს - Palitra News

ინციდენტი დუბაი-თელ-ავივის რეისზე - ქართველ ექიმს ისრაელის პრეზიდენტი დააჯილდოებს

2026-10-01 20:39:35+04:00

დუბაი-თელ-ავივის რეისზე მომხდარმა ინციდენტმა თვითმფრინავის ბორტზე დაძაბულობა გამოიწვია და ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. დაშავებულ კაპიტანს პირველადი დახმარება ქართველმა ექიმმა, შოთა მუსაევმა გაუწია. ისრაელის პრეზიდენტი ექიმისა და კიდევ სამი ადამიანის დაჯილდოებას გეგმავს.