საპროტესტო აქცია, რომელსაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ პატიმრობაში მყოფი აქციის მონაწილეების ოჯახის წევრები 24 საათის განმავლობაში მართავდნენ, დასრულდა. მათი მთავარი მოთხოვნა მაუწყებლის ეთერის დათმობა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იყო. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნებიდან არცერთი შესრულდა. მათ ასევე განაცხადეს, რომ პროტესტის შესახებ „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვებებში ინფორმაცია არ გავრცელებულა.